8 თებერვალი 2017

ტექნოპარკში შედგა სტარტაპ პროექტის პრეზენტაცია:

"ვაჭრობისა და ფასების კვლევის ვებ პორტალი" construct.ge

შპს "ქონსტრაქთ ჯის" დაკვეთით, შპს „ოპტიმალ გრუპ+“ სა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს(გაუ) შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში  შემუშავდა ალგორითმი და  "სამშენებლო პროდუქციის საშუალო საბაზრო ფასების კვლევის მეთოდიკა", რომელიც საფუძვლად დაედო ვებ პორტალის პროგრამულ უზრუნველყოფას. 

პრეზენტაციას დაესწრო სახელმწიფო სტრუქტურებისა და 200 -ზე მეტი კერძო კომპანიის წარმომადგებელი.


ჩვენი კომპანია „ოპტიმალ გრუპ +“ გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი ინპექტირების და სერტიფიცირების ორგანიზაციის "CEOC International" წევრი
მიმდინარე წლის 30 მაისს, პარიზში, საფრანგეთი, სერტიფიცირების და ინსპექტირების ორგანიზაციების ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანების CEOC INTERNATIONAL-ის გენერალური ყრილობა გაიმართა, სადაც საზეიმო ვითარებაში ოპტიმალ გრუპ + გახდა CEOC-ის წევრი ორგანიზაცია. CEOC აერთიანებს 31 ორგანიზაციას 19 ქვეყინდან.

დაფუძნდა მშენებლობის ინსპექტირების აკრედიტირებულ პირთა ასოციაცია

ამა წლის 26 ივლისს, აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოების ინიციატივით დაფუძნდა „მშენებლობის ინსპექტირების აკრეტიდირებულ პირთა ასოციაცია“ რომლის შემადგენლობაში შედიან 5 ლიდერი ინსპექტირების ორგანო საქართველოში. მათ შორის: საქერქსპერტიზა, მშენ-ექსპერტი, თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი, საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი და ოპტიმალ გრუპ +. 
ასოციაციის მთავარი მიზანებია ინსპექტირების და მშენებლობის სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავება, ბაზრის მონიტორინგი, გაფართოვება და გაჯანსაღება. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების ადგილობრივ ბაზარზე დანერგვა.


ევროკომისიის წერილი CEOC-ს, ინსპექტირების ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირდებით

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, CEOC International-მა ევროკომისიისგან წერილი მიიღო, რომელშიც ითხოვდნენ წერილობითი ანგარიშის მიწოდებას ევროკავშირის ქვეყნებში სამშენებლო პროექტების დამტკიცების პროცედურებში, ინსპექტირების ორგანოების  ჩართულობის შესახებ. 
სხვა წევრების მსგავსად, აღნიშნული წერილი გადმოეგზავნა „ოპტმალ გრუპ +“-საც. კომპანიამ დაწვრილებითი ანგარიში მიაწოდა დაინტრესებულ მხარეებს საქართველოს სამშენებლო სფეროში ინსპექტირების ორგანოების ჩართულობის შესახებ. 
ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები დაინტერესებული არიან აღნიშნული საკითხით. შესაბამისად, ოპტიმალ გრუპმა გამოთქვა ინიციატივა ინსპექტირების და შესაბამისობის შეფასების კომიტეტების სხდომების ფარგლებში განხილულიყო აღნიშნული საკითხი.


CEOC International-ის გენარალური მდივნის ვიზიტი საქართველოში 

ოპტიმალ გრუპ + ის CEOC International-ში გაწევრიანების შემდეგ, სპეციალური მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა CEOC-ის გენერალური მდივანი ბატონი Drewin Nieuwenhuis ასოციაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
დელეგაციასა და ოპტიმალ გრუპ + ს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები სამშენებლო სექტორის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. 
ასევე, შედგა შეხვედრა აკრედიტაციის ცენტრის დირექტორთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველოში არსებული მდგომარეობა. შედეგად, მოხდა შეთანხმება ურთიერთობების გაღრმავების, საქართველოში ევროკავშრის საუკეთესო გამოცდილების დანერგვის და პერმანენტული მხარდაჭერის მიმართულებებით. 



ახლადშექმნილი მშენებლობის ინსპექტირების აკრედიტირებულ პირთა ასოციაციის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, სასტუმრო “Holiday inn”-ში, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება „მშენებლობა საქართველოში - ხარისხი როგორც გამოწვევა“, სადაც ახლად შექმნილი - მშენებლობის ინსპექტირების აკრედიტებულ პირთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, დიმიტრი მხეიძემ, წარმოადგინა ასოციაციის პრეზენტაცია და სტუმრებს გააცნო მისი მიზნები, ამოცანები და გეგმები ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში.
ასევე, ღონისძიებაზე წარსდგა ოპტიმალ გრუპ + ის სპეციალური მოწვევით საქართველოში მყოფი CEOC International-ის გენერალური მდივანი Drewin Nieuwenhuis. მან ისაუბრა შესაბამისობის შემფასებელი ორგანიზაციების და მათი გაერთიანების CEOC – International – ის როლზე ევროპის და მსოფლიოს მრეწველობაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები. 


პარიზში, საფრანგეთი, გაიმართა CEOC International-ის ინსპექტირების და შესაბამისობის შეფასების კომიტეტების სხდომა 

14-15 ნოემბერს პარიზში, საფრანგეთი, „ოპტიმალ გრუპ + “-ის  კომერციულმა დირექტორმა დიმიტრი მხეიძემ და ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ველიჯანაშვილმა, მონაწილეობა მიიღეს CEOC-ის ინსპექტირების და შესაბამისობის შეფასების კომიტეტების სხდომაში. 
კომპანიის ინიციატივით, სხდომაზე დაისვა საკითხი საქართველოს სამშენებლო სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, კომიტეტმა იმსჯელა და მოხდა შეთანხმება აღნიშნულ სფეროში ინსპექტირების ორგანოების მეტი ჩართულობის შესახებ.