სახანძრო უსაფრთხოება

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის სინჟინრო ქსელების, აფეთქებისა და სახანძრო უსაფრთხოების ნაწილებისათვის - საპროექტო გადაწყვეტები შესაბამისობაში იყოს შესაბამის წყაროებთან და ქსელებთან დაერთების ტექნიკურ პირობებთან.

საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირების ანგარიშში აისახება:

  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომპლექტაციის, პროექტის სიღრმისეული დამუშავებისა და დოკუმენტაციის გაფორმების ხარისხი;
  • საპროექტო გადაწყვეტების საპროექტო დავალებასთან ყველა შეუსაბამობა;
  • მოქმედი დოკუმენტების მოთხოვნებთან ყველა შეუსაბამობა;
  • საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციები;
  • დამატებითი დაკვეთის საფუძველზე შემუშავებული საპროექტო გადაწყვეტების გაუმჯობესების რეკომენდაციები;

პროექტის სახანძრო უსაფრთხოების ნაწილის ინსპექტირების დროს მოწმდება:

  • საწყისი მონაცემების სისრულე;
  • მიღებული გადაწყვეტების ხარისხი და რაციონალობა;
  • აფეთქებისა და სახანძრო უსაფრთხოების ტექნოლოგიური გადაწყვეტები;
  • აფეთქებისა და სახანძრო უსაფრთხოების არქიტექტურულ-სამშენებლო გადაწყვეტები;
  • აფეთქებისა და სახანძრო უსაფრთხოების გათბობისა და ვენტილაციის სისტემების ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების საპროექტო გადაწყვეტები;
  • ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების გარე სისტემების საპროექტო გადაწყვეტები;
  • ხანძარსაწინააღმდეგო შიდა წყალგაყვანილობის საპროექტო გადაწყვეტები;
  • ავტომატური ხანძარმაქრი დანადგარების და სახანძრო სიგნალიზაციის საპროექტო გადაწყვეტები;
  • ელექტრომოწყობილობების, ელექტროგანათების, მეხამრიდის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების საპროექტო გადაწყვეტები;