HSE-შრომის უსაფრთხოება

ვრცლად »

პროექტის შრომის უსაფრთხოების ნაწილის ინსპექტირების დროს მოწმდება:

  • სამშენებლო მოედნის საპროექტო გადაწყვეტები, მისი უსაფრთხოდ მოწყობის თვალსაზრისით;
  • სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოდ მოძრაობის ორგანიზებისა და კონტროლის საპროექტო გადაწყვეტები;
  • ობიექტზე საშენმასალათა უსაფრთხოდ დასაწყობების საპროექტო გადაწყვეტები;
  • ნარჩენების, მათ შორის სახიფათოს, ობიექტზე დროებითი დასაწყობებისა და შემდგომში გატანის გეგმა და პროცედურები;
  • სიმაღლეზე  მუშაობის უსაფრთხოების ღონისძიებები;
  • სამუშაოების შესრულების პროცესში კონსტრუქციული მდგრადობისა და სტრუქტურების სტაბილურობის შენარჩუნების ღონისძიებები;
  • ამწე სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ღონისძიებები;
  • ელექტრობასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ღონისძიებები;
  • ობიექტზე გამოსაყენებელი ტექნიკის მუშაობის დაგეგმვა, შრომის უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
  • ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები;
  • მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების ჩატარების დაგეგმვა შრომის უსაფრთხოების გათვალისწინებით და სხვა