ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება

ვრცლად »

სამშენებლო, სარემონტო, სარესტავრაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის-ინსპექტირების საბაზო პაკეტი მოიცავს:ექსპერტიზა

  • სამშენებლო ტექნოლოგიების, სამუშაოთა მოცულობების და ხარისხის, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტაექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს;
  • გამოყენებული მასალების ხარისხისა და მოცულობის, პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს;
  • სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციას, მათი დროულად გამოსწორების კონტროლს;
  • მენარდის მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;
  • სამუშაოთა დასრულებული ეტაპების ჩაბარებას, შესრულებული სამუშაოების, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის დამოწმებას;
  • დაფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტების დამოწმებას;
  • შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას;
  • მენარდეს მიერ წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან;

დამატებითი დაკვეთის შემთხვევაში ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს:

  • სამუშაოთა გრაფიკის შესრულების კონტროლს;
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანის ორგანიზებასა და კონტროლს;
  • ხარჯთაღრიცხვის არ არსებობის შემთხვევაში, მენარდეს მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2) მოცემული მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან და ყველა დანარიცხების ოდენობის შედარებას საშუალო საბაზრო მაჩვენებლებთან;
  • საინჟინრო ქსელების (მაგ. ელექრტობის, გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირება, სუსტი დენები) პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისად შესრულების კონტროლს;
  • დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას;
  • გეოდეზიური, გეოლოგიური, გეოფიზიკური პარამეტრების გადამოწმებას;
  • ობიეტის მიღებისა და ექსპლუატაციაში გადაცემის ორგანიზებას;
  • მენარდის მიერ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტირების ჩატარების კონტროლს;
  • მენარდის მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლს;