ინსპექტირების ჩატარების საორიენტაციო ვადები 

საჭირო დოკუმენტების სრულად წარმოდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ


 

ინსპექტირების ჩატარებაზე დაკვეთის მიღების წესი

1.    გადმოიწერეთ ელექტრონული ფორმა ”განაცხადი ინსპექტირების ჩატარებაზე”   ჩვენი ვებ გვერდიდან http://ogplus.com.ge/ ან მიიღეთ კანცელარიაში (თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 17ა);

2.    სრულად შეავსეთ განაცხადი, მონიშნეთ ინსპექტირების სფერო, შეიტანეთ ყველა მოთხოვნილი მონაცემი  და მოაწერეთ ხელი;

3.    გამოგვიგზავნეთ შევსებული განაცხადი ელ.ფოსტით მისამართზე info@ogplus.com.ge  ან ჩააბარეთ კანცელარიაში;

4. 1(ერთი) სამუშაო დღის ვადაში თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ინსპექტირების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ და წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას ელ.ფოსტით; თუ დაკვეთა ეხება ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირების სფეროს - 2(ორი) სამუშაო დღის ვადაში;

5.    აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის მიხედვით უნდა მოგვაწოდოთ ყველა საჭირო დოკუმენტი ელ.ფოსტით ან ჩააბაროთ კანცელარიაში;

6.  თქვენგან აუცილებელი დოკუმენტების მიღებიდან  3(სამი) სამუშაო დღის ვადაში მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება. ხოლო ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირების შემთხვევაში აგრეთვე ობიექტის წინასწარი დათვალიერება*,  ობიექტის სირთულიდან გამომდინარე სამუშაოს შესრულების ვადების დაზუსტება  და ხელშეკრულების გაფორმება;

7. სამუშაოს შესრულების შედეგად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, თქვენ გადმოგეცემათ ინსპექტირების ანგარიში (საექსპერტო დასკვნა);

 

გისურვებთ წარმატებას!

 

*  შენიშვნა:

ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირების შემთხვევაში, თუ ობიექტი საჭიროებს წინასწარ ვიზუალურ დათვალიერებას და განლაგებულია ქ.თბილისიდან მოშორებით, პ.6-ში აღნიშნული სამდღიანი ვადა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ არაუმეტეს 7(შვიდი) სამუშაო დღისა;