შესრულებულ სამუშაოთა აქტების ინსპექტირება
შესრულებულ სამუშაოთა აქტების ინსპექტირება აუცილებელია რათა დამკვეთი (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე) დარწმუნებული იყოს ხარჯების მიზნობრიობაში, ხოლო მენარდე გარანტირებული იყოს, რომ სადაო არ გახდება მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა;ექსპერტიზა
მენარდე დამკვეთს (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე) ხშირად წარუდგენს შესრულებული სამუშაოების აქტებს (ე.წ. ფორმა#2), რომლებშიც ხელოვნურად გაზრდილია შესრულებული სამუშაოების მოცულობები, აქტებში შეყვანილია დუბლირებული სამუშაოები და დარიცხვები, გაზრდილია მასალებისა და მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯები და მრავალი სხვა. საბოლოო ჯამში დამკვეთს უწევს გაცილებით მეტი თანხის გადახდა, ვიდრე ჰქონდა დაგეგმილი.
ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი იქნება ყველა შეუსაბამობა და ინსპექტირების ანგარიშში აისახება მხოლოდ რეალურად შესრულებული სამუშაოები, მათი ღირებულება და ყველა დანარიცხის ოდენობა.ექსპერტიზა
ობიექტზე შესრულებული სამუშაოების აქტების (ე.წ. ფორმა#2) შეფასება-ინსპექტირება მოიცავს:ექსპერტიზა
- ობიექტზე აზომვების ჩატარებას და მიღებული მოცულობების შედარებას პროექტთან, დაფარულ სამუშაოების აქტებთან, ხარჯთაღრიცხვასთან, შესრულებული სამუშაოების აქტებთან;
- შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემული მასალის ხარჯის, შრომითი რესურსებისა დანახარჯებისა და მანქანა-მექანიზმების გამოყენების შესაბამისობის დადგენას ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან;
- შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემული მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან, შესყიდვის დოკუმენტებთან;
დამატებითი დაკვეთის შემთხვევაში, აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს:
- შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემული მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან;
- ყველა დანარიცხების ოდენობის შედარებას საშუალო საბაზრო მაჩვენებლებთან;