შესრულებულ სამუშაოთა აქტების ინსპექტირება
ობიექტზე შესრულებული სამუშაოების აქტების (ე.წ. ფორმა#2) შეფასება-ინსპექტირება მოიცავს:ექსპერტიზა
- ობიექტზე აზომვების ჩატარებას და მიღებული მოცულობების შედარებას პროექტთან, დაფარულ სამუშაოების აქტებთან, ხარჯთაღრიცხვასთან, შესრულებული სამუშაოების აქტებთან;
- შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემული მასალის ხარჯის, შრომითი რესურსებისა დანახარჯებისა და მანქანა-მექანიზმების გამოყენების შესაბამისობის დადგენას ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან;
- შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემული მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან, შესყიდვის დოკუმენტებთან;
დამატებითი დაკვეთის შემთხვევაში, აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს:
- შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემული მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან;
- ყველა დანარიცხების ოდენობის შედარებას საშუალო საბაზრო მაჩვენებლებთან;