ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება
სამშენებლო, სარემონტო, სარესტავრაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის-ინსპექტირების საბაზო პაკეტი მოიცავს:ექსპერტიზა
- სამშენებლო ტექნოლოგიების, სამუშაოთა მოცულობების და ხარისხის, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტაექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს;
- გამოყენებული მასალების ხარისხისა და მოცულობის, პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს;
- სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციას, მათი დროულად გამოსწორების კონტროლს;
- მენარდის მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;
- სამუშაოთა დასრულებული ეტაპების ჩაბარებას, შესრულებული სამუშაოების, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის დამოწმებას;
- დაფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტების დამოწმებას;
- შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას;
- მენარდეს მიერ წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან;
დამატებითი დაკვეთის შემთხვევაში ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს:
- სამუშაოთა გრაფიკის შესრულების კონტროლს;
- საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანის ორგანიზებასა და კონტროლს;
- ხარჯთაღრიცხვის არ არსებობის შემთხვევაში, მენარდეს მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2) მოცემული მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან და ყველა დანარიცხების ოდენობის შედარებას საშუალო საბაზრო მაჩვენებლებთან;
- საინჟინრო ქსელების (მაგ. ელექრტობის, გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირება, სუსტი დენები) პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისად შესრულების კონტროლს;
- დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიების საშუალებით;
- გეოდეზიური, გეოლოგიური, გეოფიზიკური პარამეტრების გადამოწმებას;
- ობიეტის მიღებისა და ექსპლუატაციაში გადაცემის ორგანიზებას;
- მენარდის მიერ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტირების ჩატარების კონტროლს;
- მენარდის მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლს;