HSE-შრომის უსაფრთხოება
პროექტის შრომის უსაფრთხოების ნაწილის ინსპექტირების დროს მოწმდება:
- სამშენებლო მოედნის საპროექტო გადაწყვეტები, მისი უსაფრთხოდ მოწყობის თვალსაზრისით;
- სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოდ მოძრაობის ორგანიზებისა და კონტროლის საპროექტო გადაწყვეტები;
- ობიექტზე საშენმასალათა უსაფრთხოდ დასაწყობების საპროექტო გადაწყვეტები;
- ნარჩენების, მათ შორის სახიფათოს, ობიექტზე დროებითი დასაწყობებისა და შემდგომში გატანის გეგმა და პროცედურები;
- სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ღონისძიებები;
- სამუშაოების შესრულების პროცესში კონსტრუქციული მდგრადობისა და სტრუქტურების სტაბილურობის შენარჩუნების ღონისძიებები;
- ამწე სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ღონისძიებები;
- ელექტრობასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ღონისძიებები;
- ობიექტზე გამოსაყენებელი ტექნიკის მუშაობის დაგეგმვა, შრომის უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
- ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები;
- მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების ჩატარების დაგეგმვა შრომის უსაფრთხოების გათვალისწინებით და სხვა