ჩვენი კომპანია
 ჩვენი გუნდი
 ჩვენი სპეციალისტები
შრომის უსაფრთხოება
ჩვენი მისია
ჩვენი მიზანი და ამოცანები
კომპანია „ოპტიმალ გრუპ +“ 2017 წელს გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი ინპექტირების და სერტიფიცირების ორგანიზაციის "CEOC International"-ის წევრიCEOC International მოიცავს 31 ორგანიზაციას 19 ქვეყნიდან. 



ჩვენი საქმიანობა
 ექსპერტიზა
კომპანია „ოპტიმალ გრუპ +“-ის A - ტიპის ინსპექტირების ორგანო არის პირველი და წამყვანი ქართული ორგანიზაცია აკრედიტებული სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის” მიერ 
ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით შემდეგ სფეროში:

  • სამშენებლო ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება;
  • ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ინსპექტირება;
  • შესრულებულ სამშენებლო სამუშაოთა აქტების ინსპექტირება;
  • სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა - ინსპექტირება; 
  • ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება;
  • სამშენებლო ობიექტის პროექტის ან პროექტის ნაწილის ინსპექტირება;

კომპანიის ISO აკრედიტაცია არის გარანტია იმისა, რომ ჩვენს მიერ გაცემული ინსპექტირების ანგარიშები მისაღები იქნება ნებისმიერი სახელმწიფო ინსტანციისთვის, მათ შორის სასამართლოსთვის. 

კომპანიის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი კონსულტაცია ჩვენი სპეციალისტებისგან: info@ogplus.com.ge

სამშენებლო სამუშაოთა ტექნოლოგიის დაცვის საკითხი, უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან ბევრი სამშენებლო კომპანიის მისწრაფება უზომოდ შეამციროს მშენებლობის ხარჯები სამშენებლო მასალების ხარისხის ხარჯზე, კადრების დაბალი კვალიფიკაცია, ტექნიკური რეგლამენტების დაუცველობა იწვევს დასრულებული ობიექტების დაბალ ხარისხს,ობიექტის ექსპლუატაციის დროს მრავალი დეფექტის აღმოჩენას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ავარიები და თანმდევი ფინანსური ზარალი. 
ამას ემატება მშენებლების მიერ ჩატარებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების მოცულობისა და ფასების ხელოვნურად გაზრდის საყოველთაო ტენდენცია;
ჩვენი ინსპექტირების ორგანოს საქმიანობა მიმართულია შედეგზე და პასუხობს დამკვეთის (ინვესტორის, დეველოპერის) ინტერესებს მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი

ჩვენი კომპანია ექსპერტიზა
„ოპტიმალ გრუპ +“ შეიქმნა 2011 წელს შპს „ოპტიმალ გრუპ“-ის ბაზაზე,  საინვესტიციო პროექტების ტექნიკურ - ფინანსური, სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოთა და არსებული შენობა-ნაგებობების ინსპექტირების განსახორციელებლად. ამ წლების განმავლობაში კომპანიამ შეიძინა დიდი პრაქტიკული გამოცდილება და თავი გამოიჩინა როგორც საიმედო, სანდო და გულმოდგინე პარტნიორმა.
ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული ეფექტი თქვენთვის თვალსაჩინო გახდება თანამშრომლობის პირველივე დღეებიდან.

ჩვენი გუნდი ექსპერტიზა

2007 წლიდან წარმატებით მუშაობს ინსპექტირების სფეროში. ჩვენ გავიარეთ  გრძელი და საინტერესო გზა ბაზარზე წამყვანი პოზიციის დასაკავებლად. ამ პერიოდში შესრულებული გვაქვს მრავალი პროექტის ინსპექტირება და სრულად ვაკმაყოფილებთ ჩვენი დამკვეთების მოთხოვნებს. 
ჩვენი წარმატება განპირობებულია გუნდური მუშაობის პრინციპების გაზიარებით:

  • ვმოქმედებთ როგორც ერთიანი გუნდი;
  • ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას;
  • ვზრუნავთ ჩვენს გუნდში კოლეგიალური ურთიერთობების სტაბილურობაზე; 
  • ვენდობით და ვუსმენთ ერთმანეთს; 
  • გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და მისწრაფება გავუწიოთ დამკვეთს ეფექტური და კომპეტენტური მომსახურება;

ჩვენი სპეციალისტები ექსპერტიზა

სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური  ინჟინრები არიან, მათ შორის დოქტორის სამეცნიერო ხარისხით. ისინი ქმნიან ჩვენი კომპანიის სახეს. მათ გააჩნიათ მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება. ყოველივე ეს განაპირობებს:

  • ჩვენს მიერ გაცემული ინსპექტირების დასკვნების უტყუარობას;
  • ჩვენს მიერ  სამშენებლო პროცესების ეფექტურ კონტროლს;
  • ჩვენს მიმართ დამკვეთის ნდობას;
ჩვენი კომპანიის სპეციალისტები მზად არიან დაიცვან ინსპექტირების ანგარიშში მოყვანილი დასკვნები დაინტერესებული პირებისა და სასამართლოს წინაშე.

შრომის უსაფრთხოება ექსპერტიზა

ჩვენი კომპანიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების პრინციპების დაცვა. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, პერსონალისათვის შენუშავებული გვაქვს შრომის უსაფრთხოების პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს:

  • უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას;
  • რისკების შეფასებასა და პრევენციულ ღონისძიებებს;
  • ტრენინგების ჩატარებას შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხებში.
შრომის უსაფრთხოების პროცედურების დაცვას აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების ინჟინერი. თანამშრომლები, სამშენებლო ობიექტზე იმყოფებიან საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრულ სპეცტანსაცმელში, ატარებენ პიროვნების საიდენტიფიკაციო სამკერდე ბარათს, აქვთ სამედიცინო დაზღვევა და ა.შ.

ჩვენი მისია ექსპერტიზა
დამკვიდრდეს საქართველოში სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის წარმოება საერთაშორისო სტანდარტები შესაბამისად; საინვესტიციო პროექტის ან/და სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების შედეგად დამკვეთმა მიიღოს უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტი;

ჩვენი მიზანი და ამოცანები ექსპერტიზა
  • მომსახურება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • სერვისების მუდმივი გაუმჯობესება;
  • გუნდური მუშაობის სრულყოფა;
  • ბაზარზე წამყვანი როლის შენარჩუნება; 
ჩვენ მივისწრაფვით
  • ეტაპობრივად განვავითაროთ ჩვენი კომპანია;
  • დავიცვათ კანონმდებლობის მოთხოვნები;
  • შევინარჩუნოთ მომსახურების მაღალი ხარისხი;
  • გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობის სფერო.