ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება
საპროექტო ობიექტის ხარჯთაღრიცხვის შეფასება - ინსპექტირება, აუცილებელია როგორც დამკვეთისათვის (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე), ასევე მენარდისათვის. ინსპექტირების შედეგად:
- დამკვეთი დარწმუნებული იქნება მის მიერ გასაწევი ხარჯების მიზნობრიობაში;
- მნიშვნელოვნად გაადვილდება მშენებლობის პროცესის კონტროლი;
- მენარდე გარანტირებული იქნება, რომ მშენებლობის ან მისი ეტაპის დასრულების შემდეგ, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა არ დადგება ეჭვქვეშ;ექსპერტიზა
მშენებლობის დაწყებამდე, ხშირად, დამკვეთი არ უთმობს სათანადო ყურადღებას ობიექტის ხარჯთაღრიცხვის შემოწმებას, მენარდის პატიოსნებისა და კვალიფიციურობის იმედით. შედეგად, მშენებლობის პროცესში, მენარდე წარუდგენს დამკვეთს ასანაზღაურებლად ისეთი დამატებითი სამუშაოების ანგარიშებს და მასალების ხარჯებს, რომლებიც უნდა გათვალისწინებულიყო ხარჯთაღრიცხვაში და რომელთა ღირებულება ხშირად გაცილებით მეტია საბაზროზე.
საპროექტო ობიექტის ხარჯთაღრიცხვის შეფასება - ინსპექტირება დაიცავს დამკვეთს არასასიამოვნო სიურპრიზებისგან, როგორიცაა:
- შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების ხელოვნური გაზრდა;
- სამუშაოთა და დარიცხვების დუბლირება;
- მასალებისა და გამოყენებული მანქანა-მექანიზმების ღირებულების გაზრდა და სხვა.ექსპერტიზა
საპროექტო ობიექტის ხარჯთაღრიცხვის შეფასება - ინსპექტირება მოიცავს:ექსპერტიზა
- ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მოცულობების შედარებას პროექტით განსაზღვრულ მოცულობებთან;
- ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მასალის ხარჯის, შრომითი რესურსების დანახარჯებისა და მანქანა-მექანიზმების გამოყენების შესაბამისობის დადგენას ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან;
- ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მასალის, შრომითი რესურსებისა და მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან;
- გაუთვალისწინებელი ხარჯების, ზედნადები ხარჯების, დროებითი შენობა-ნაგებობების ხარჯების შედარებას საშუალო საბაზრო მონაცემებთან;