HSE-შრომის უსაფრთხოება
მშენებლობის გენერალური გეგმა შესაბამისობაში უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან, (ძირითადი შენობა - ნაგებობები, ძირითადი და დროებითი გზები, სამონტაჟო ამწეების გადაადგილების მარშრუტები, დროებითი საიჟინრო კომუნიკაციების მოქმედ კომუნიკაციებთან დაერთების ადგილები, არსებული და დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა - ნაგებობები და ა.შ.);
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომპლექტაციის, პროექტის სიღრმისეული დამუშავებისა და დოკუმენტაციის გაფორმების ხარისხი;
- საპროექტო გადაწყვეტების საპროექტო დავალებასთან ყველა შეუსაბამობა;
- მოქმედი დოკუმენტების მოთხოვნებთან ყველა შეუსაბამობა;
- საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციები;
- დამატებითი დაკვეთის საფუძველზე შემუშავებული საპროექტო გადაწყვეტების გაუმჯობესების რეკომენდაციები;
პროექტის შრომის უსაფრთხოების ნაწილის ინსპექტირების დროს მოწმდება:
- სამშენებლო მოედნის საპროექტო გადაწყვეტები, მისი უსაფრთხოდ მოწყობის თვალსაზრისით;
- სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოდ მოძრაობის ორგანიზებისა და კონტროლის საპროექტო გადაწყვეტები;
- ობიექტზე საშენმასალათა უსაფრთხოდ დასაწყობების საპროექტო გადაწყვეტები;
- ნარჩენების, მათ შორის სახიფათოს, ობიექტზე დროებითი დასაწყობებისა და შემდგომში გატანის გეგმა და პროცედურები;
- სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ღონისძიებები;
- სამუშაოების შესრულების პროცესში კონსტრუქციული მდგრადობისა და სტრუქტურების სტაბილურობის შენარჩუნების ღონისძიებები;
- ამწე სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ღონისძიებები;
- ელექტრობასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ღონისძიებები;
- ობიექტზე გამოსაყენებელი ტექნიკის მუშაობის დაგეგმვა, შრომის უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
- ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები;
- მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების ჩატარების დაგეგმვა შრომის უსაფრთხოების გათვალისწინებით და სხვა