სახანძრო უსაფრთხოება
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის სინჟინრო ქსელების, აფეთქებისა და სახანძრო უსაფრთხოების ნაწილებისათვის - საპროექტო გადაწყვეტები შესაბამისობაში იყოს შესაბამის წყაროებთან და ქსელებთან დაერთების ტექნიკურ პირობებთან.
საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირების ანგარიშში აისახება:
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომპლექტაციის, პროექტის სიღრმისეული დამუშავებისა და დოკუმენტაციის გაფორმების ხარისხი;
- საპროექტო გადაწყვეტების საპროექტო დავალებასთან ყველა შეუსაბამობა;
- მოქმედი დოკუმენტების მოთხოვნებთან ყველა შეუსაბამობა;
- საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციები;
- დამატებითი დაკვეთის საფუძველზე შემუშავებული საპროექტო გადაწყვეტების გაუმჯობესების რეკომენდაციები;
პროექტის სახანძრო უსაფრთხოების ნაწილის ინსპექტირების
დროს მოწმდება:
- საწყისი მონაცემების სისრულე;
- მიღებული გადაწყვეტების ხარისხი და რაციონალობა;
- აფეთქებისა და სახანძრო უსაფრთხოების ტექნოლოგიური გადაწყვეტები;
- აფეთქებისა და სახანძრო უსაფრთხოების არქიტექტურულ-სამშენებლო გადაწყვეტები;
- აფეთქებისა და სახანძრო უსაფრთხოების გათბობისა და ვენტილაციის სისტემების ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების საპროექტო გადაწყვეტები;
- ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების გარე სისტემების საპროექტო გადაწყვეტები;
- ხანძარსაწინააღმდეგო შიდა წყალგაყვანილობის საპროექტო გადაწყვეტები;
- ავტომატური ხანძარმაქრი დანადგარების და სახანძრო სიგნალიზაციის საპროექტო გადაწყვეტები;
- ელექტრომოწყობილობების, ელექტროგანათების, მეხამრიდის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების საპროექტო გადაწყვეტები;