ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება

იმისათვის, რომ დამკვეთი (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე) დარწმუნებული იყოს, რომ ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებს, უნდა განხორციელდეს ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება-ინსპექტირება.ექსპერტიზა

ხშირად, სამშენებლო სამუშაოთა შესრულების პროცესში ან მშენებლობის დასრულების დროს, დამკვეთსა (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე) და მენარდეს შორის წარმოიქმნება სადაო სიტუაციები, მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • შესრულებულ სამუშაოთა არადამაკმაყოფილებელი ხარისხი;
  • გამოყენებული მასალების და ნაკეთობების დაბალი ხარისხი;
  • დაუმთავრებელი სამუშაოები და სამუშაოების არასრული მოცულობით შესრულება;

ჩვენი ორგანიზაცია მაღალი ხარისხით და მიუკერძოებლად შეასრულებს ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება-ინსპექტირებას, რაც დაეხმარება მხარეებს სადაო სიტუაციების მოგვარებაში. 

ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვან სეგმენტს აგრეთვე წარმოადგენს ისტორიული ძეგლებისა და სხვა არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა.ექსპერტიზა

ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება მოიცავს:ექსპერტიზა

ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება-ნსპექტირებას;

ინსპექტირების პროცესში აღმოჩენილი ყველა შეუსაბამობა აისახება ჩვენს მიერ გაცემულ ანგარიშში, რომელიც მოიცავს:

  • ობიექტის პარამეტრებს;
  • შეუსაბამობათა აღწერას და მათ ამსახველ ფოტომასალას;
  • დასკვნას ობიექტის ფაქტიური მდგომარების შესახებ, ინსპექტირების ჩატარების მომენტისთვის;

საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს:

  • აზომვით ნახაზს დაზიანებების მითითებით;
  • დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიების საშუალებით, მათ შორის გეოდეზიურ, გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევებს;
  • შენობა-ნაგებობის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობისა და მდგრადობის საკონტროლო გაანგარიშებას;
  • საინჟინრო სისტემების კვლევის შედეგებს;
  • მოსაპირკეთებელი და სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის შესაბამისობის დასკვნას.