ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება
იმისათვის, რომ დამკვეთი (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე) დარწმუნებული იყოს, რომ ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებს, უნდა განხორციელდეს ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება-ინსპექტირება.ექსპერტიზა
ხშირად, სამშენებლო სამუშაოთა შესრულების პროცესში ან მშენებლობის დასრულების დროს, დამკვეთსა (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე) და მენარდეს შორის წარმოიქმნება სადაო სიტუაციები, მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- შესრულებულ სამუშაოთა არადამაკმაყოფილებელი ხარისხი;
- გამოყენებული მასალების და ნაკეთობების დაბალი ხარისხი;
- დაუმთავრებელი სამუშაოები და სამუშაოების არასრული მოცულობით შესრულება;
ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვან სეგმენტს აგრეთვე წარმოადგენს ისტორიული ძეგლებისა და სხვა არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა.ექსპერტიზა
ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება მოიცავს:ექსპერტიზა
ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება-ინსპექტირებას;
ინსპექტირების პროცესში აღმოჩენილი ყველა შეუსაბამობა აისახება ჩვენს მიერ გაცემულ ანგარიშში, რომელიც მოიცავს:
- ობიექტის პარამეტრებს;
- შეუსაბამობათა აღწერას და მათ ამსახველ ფოტომასალას;
- დასკვნას ობიექტის ფაქტიური მდგომარების შესახებ, ინსპექტირების ჩატარების მომენტისთვის;
საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს:
- აზომვით ნახაზს დაზიანებების მითითებით;
- დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიების საშუალებით, მათ შორის გეოდეზიურ, გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევებს;
- შენობა-ნაგებობის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობისა და მდგრადობის საკონტროლო გაანგარიშებას;
- საინჟინრო სისტემების კვლევის შედეგებს;
- მოსაპირკეთებელი და სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის შესაბამისობის დასკვნას.