ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება
სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება არის პერმანენტულ პროცესი, რომელიც ხორციელდება მენარდის სამშენებლო ობიექტზე გასვლის დღიდან ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე. იგი ემსახურება სამუშაოთა შესრულების შესაბამისობას საპროექტო და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან, ტექნოლოგიურ გადაწყვეტებთან, ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და სამუშაოთა წარმოების გრაფიკთან.ექსპერტიზა
ხშირად, სამშენებლო სამუშაოთა შესრულების პროცესში ან მშენებლობის დასრულების დროს დამკვეთსა (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე) და მენარდეს შორის წარმოიქმნება სადაო სიტუაციები, მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოთა არადამაკმაყოფილებელი ხარისხი;
- მშენებლობაში გამოყენებული მასალების და ნაკეთობების დაბალი ხარისხი;
- სამშენებლო სამუშაოების არასრული შესრულება;
- შესრულებული სამუშაოების აქტები (ე.წ. ფორმა#2), რომლებშიც ხელოვნურად გაზრდილია შესრულებული სამუშაოების მოცულობები, შეყვანილია დუბლირებული სამუშაოები და დარიცხვები, გაზრდილია მასალებისა და მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯები და მრავალი სხვა.
შედეგად დამკვეთს უწევს გაცილებით მეტი თანხის გადახდა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. ამასთანავე, სამშენებლო სამუშაოთა დასრულების შემდეგ, ობიექტის ექსპლუატაციის პროცესში თავს იჩენს დაფარული დეფექტები და სამშენებლო ტექნოლოგიების დარღვევით გამოწვეული სავალალო შედეგები;
ჩვენი ორგანიზაცია მაღალი ხარისხით და მიუკერძოებლად ასრულებს ობიექტის ტექნიკურ ზედამხედველობა - ინსპექტირებას. ჩვენი სპეციალისტები, სამშენებლო მოედანზე, პერმანენტულად აკვირდებიან მენარდის მიერ სამუშაოთა შესრულების პროცესს, რაც გამორიცხავს ზემოაღწერილ არასასურველ შედეგებს.
ინსპექტორების ობიექტზე ჩვენი სპეციალისტების გასვლა ხდება, დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.ექსპერტიზა
სამშენებლო, სარემონტო, სარესტავრაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის-ინსპექტირების საბაზო პაკეტი მოიცავს:ექსპერტიზა
- ობიექტის (სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საავტომობილო გზების, აეროდრომების, ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით), სუსტი დენების, გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების, წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობა – ინსპექტირებას;
- სამშენებლო ტექნოლოგიების, სამუშაოთა მოცულობების და ხარისხის, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტაექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს;
- გამოყენებული მასალების ხარისხისა და მოცულობის, პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს;
- სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციას, მათი დროულად გამოსწორების კონტროლს;
- მენარდის მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;
- სამუშაოთა დასრულებული ეტაპების ჩაბარებას, შესრულებული სამუშაოების, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის დამოწმებას;
- დაფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტების დამოწმებას;
- შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას;
- მენარდეს მიერ წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან;
დამატებითი დაკვეთის შემთხვევაში ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს:
- სამუშაოთა გრაფიკის შესრულების კონტროლს;
- საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანის ორგანიზებასა და კონტროლს;
- ხარჯთაღრიცხვის არ არსებობის შემთხვევაში, მენარდეს მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2) მოცემული მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან და ყველა დანარიცხების ოდენობის შედარებას საშუალო საბაზრო მაჩვენებლებთან;
- საინჟინრო ქსელების (მაგ. ელექრტობის, გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირება, სუსტი დენები) პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისად შესრულების კონტროლს;
- დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიების საშუალებით;
- გეოდეზიური, გეოლოგიური პარამეტრების გადამოწმებას