საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირება
პროექტის მენეჯმენტი წარმოადგენს კომპლექსურ სერვისს: სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო ობიექტის საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსურ ინსპექტირებას და ობიექტის მდგომარეობის შეფასების მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს განხორციელებული ინვესტიციების ეფექტურ მართვას;
საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირების მოთხოვნილება, როგორც წესი, წარმოიქმნება საინვესტიციო პროექტის ნებისმიერი ეტაპის დასრულების ან მენარდის შეცვლის დროს. ექსპერტიზ
საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირება დაეხმარება დამკვეთს (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე): ექსპერტიზა
- აკონტროლოს პროექტის რეალიზების ნებისმიერ ეტაპზე მისი განხორციელება და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვა;
- აკონტროლოს პროექტის შესრულების ვადები და ღირებულება, სამუშაოთა დაბალი ხარისხით შესრულების მიზეზების აღმოსაფხვრელად;
- ეფექტურად განახორციელოს მისი ბიზნეს ინტერესები და თავიდან აიცილოს ზედმეტი ხარჯები;
როგორ ტარდება საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირება: ექსპერტიზა
ინსპექტირება იწყება დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ნარდობის ხელშეკრულებისა და სანებართვო, საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, აგრეთვე საშემსრულებლო დოკუმენტაციის შესწავლითა და ანალიზით.
საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირების მნიშვნელოვანი ეტაპია ობიექტის შესწავლა-გამოკვლევის ჩატარება:
- პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ინსპექტირება;
- სამშენებლო პროექტების ტექნიკური ინსპექტირება;
- ობიეტის ან მისი ნაწილის მოცულობის და ყველა კონსტრუქციის აზომვა, უკვე შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში;
- შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის დადგენა საპროექტო და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან;
- ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება და ინსტრუმენტალური კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და ა.შ.;
- გამოყენებული მასალების ხარისხისა და ნორმატიული ხარჯის შემოწმება;
- აღმოჩენილი დეფექტებისა და შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად საჭირო, საპროექტო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული, პროექტის და მასზე დაყრდნობით შესასრულებელ სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებას;
საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირების საბოლოო ეტაპია
დასკვნების ჩამოყალიბება, რეკომენდაციების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და წარდგენა. ექსპერტიზა
საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირება მოიცავს: ექსპერტიზა
- პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ინსპექტირებას;
- საინვესტიციო სამშენებლო პროექტების ინსპექტირებას;
- ობიექტზე ჩასატარებელ სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრას ანუ ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებას (შეფასებას) საბაზრო ფასების მიხედვით;
- საინვესტიციო პროექტის ხარჯთაღრიცხვის შეფასება - ინსპექტირებას, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე;
- შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ხარისხის პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას;
- შესრულებულ სამუშაოებში აღმოჩენილი დეფექტებისა და შეუსაბამობების შესაძლო გავლენის განსაზღვრას მშენებლობის საერთო ღირებულებასა და დასრულების ვადაზე;
- ობიექტზე აღმოჩენილი დეფექტებისა და შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად საჭირო, საპროექტო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული, პროექტის და მასზე დაყრდნობით შესასრულებელ სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებას;
- ობიექტის დასრულებისათვის საჭირო სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების განსაზღვრას, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არსებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით;
- პროექტით განსაზღვრული საჭირო მასალების და მოწყობილობების საშუალო-საბაზრო ღირებულების განსაზღვრას;
- შრომის ანაზღაურებისა და დარიცხვების (ზედნადები ხარჯების, გაუთვალისწინებელი ხარჯების, დროებითი შენობა-ნაგებობების ხარჯების, გეგმიური დაგროვებისა და ა.შ.) შედარებას საპროექტო დოკუმენტაციასთან, სახელშეკრულებო პირობებთან და საშუალო საბაზრო მონაცემებთან;
- ობიექტის დასრულების დონის განსაზღვრას, ანუ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობის ფარდობას ობიექტის სრულ საპროექტო სამუშაოთა მოცულობასთან;