კონსალტინგი - საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირება
კონსალტინგი - საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირება მოიცავს: ექსპერტიზა
- პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ინსპექტირებას;
- საინვესტიციო სამშენებლო პროექტების ინსპექტირებას;
- ობიექტზე ჩასატარებელ სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრას ანუ ხარჯთაღრიცხვის შედგენას, საშუალო-საბაზრო ფასების მიხედვით;
- საინვესტიციო პროექტის ხარჯთაღრიცხვის შეფასება - ინსპექტირებას, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე;
- შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ხარისხის პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას;
- შესრულებულ სამუშაოებში აღმოჩენილი დეფექტებისა და შეუსაბამობების შესაძლო გავლენის განსაზღვრას მშენებლობის საერთო ღირებულებასა და დასრულების ვადაზე;
- ობიექტზე აღმოჩენილი დეფექტებისა და შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად საჭირო პროექტის შემუშავებასა და მასზე დაყრდნობით შესასრულებელ სამუშაოთა საბაზრო ღირებულების დადგენას;
- ობიექტის დასრულებისათვის საჭირო სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების განსაზღვრას, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არსებული ხარჯთაღრიცხვის ან/და საშუალო-საბაზრო ფასების მიხედვით;
- პროექტით განსაზღვრული საჭირო მასალების და მოწყობილობების საშუალო-საბაზრო ღირებულების განსაზღვრას;
- შრომის ანაზღაურებისა და დარიცხვების (ზედნადები ხარჯების, გაუთვალისწინებელი ხარჯების, დროებითი შენობა-ნაგებობების ხარჯების, გეგმიური დაგროვებისა და ა.შ.) შედარებას საპროექტო დოკუმენტაციასთან, სახელშეკრულებო პირობებთან და საშუალო საბაზრო მონაცემებთან;
- ობიექტის დასრულების დონის განსაზღვრას, ანუ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობის ფარდობას ობიექტის სრულ საპროექტო სამუშაოთა მოცულობასთან;
- ობიექტის სანებართვო და საშემსრულებლო დოკუმენტაციის ანალიზს;