საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირება
საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირება მოიცავს: ექსპერტიზა
- პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ინსპექტირებას;
- საინვესტიციო სამშენებლო პროექტების ინსპექტირებას;
- ობიექტზე ჩასატარებელ სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრას ანუ ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებას (შეფასებას) საბაზრო ფასების მიხედვით;
- საინვესტიციო პროექტის ხარჯთაღრიცხვის შეფასება - ინსპექტირებას, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე;
- შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ხარისხის პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას;
- შესრულებულ სამუშაოებში აღმოჩენილი დეფექტებისა და შეუსაბამობების შესაძლო გავლენის განსაზღვრას მშენებლობის საერთო ღირებულებასა და დასრულების ვადაზე;
- ობიექტზე აღმოჩენილი დეფექტებისა და შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად საჭირო, საპროექტო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული, პროექტის და მასზე დაყრდნობით შესასრულებელ სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებას;
- ობიექტის დასრულებისათვის საჭირო სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების განსაზღვრას, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არსებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით;
- პროექტით განსაზღვრული საჭირო მასალების და მოწყობილობების საშუალო-საბაზრო ღირებულების განსაზღვრას;
- შრომის ანაზღაურებისა და დარიცხვების (ზედნადები ხარჯების, გაუთვალისწინებელი ხარჯების, დროებითი შენობა-ნაგებობების ხარჯების, გეგმიური დაგროვებისა და ა.შ.) შედარებას საპროექტო დოკუმენტაციასთან, სახელშეკრულებო პირობებთან და საშუალო საბაზრო მონაცემებთან;
- ობიექტის დასრულების დონის განსაზღვრას, ანუ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობის ფარდობას ობიექტის სრულ საპროექტო სამუშაოთა მოცულობასთან;