ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება

საპროექტო ობიექტის ხარჯთაღრიცხვის შეფასება - ინსპექტირება, აუცილებელია როგორც დამკვეთისათვის (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე), ასევე მენარდისათვის. ინსპექტირების შედეგად:
  • დამკვეთი დარწმუნებული იქნება მის მიერ გასაწევი ხარჯების მიზნობრიობაში;

  • მნიშვნელოვნად გაადვილდება მშენებლობის პროცესის კონტროლი;

  • მენარდე გარანტირებული იქნება, რომ მშენებლობის ან მისი ეტაპის დასრულების შემდეგ, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა არ დადგება ეჭვქვეშ;ექსპერტიზა

შესრულებულ სამუშაოთა აქტების ინსპექტირება

შესრულებულ სამუშაოთა აქტების ინსპექტირება აუცილებელია რათა დამკვეთი (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე) დარწმუნებული იყოს ხარჯების მიზნობრიობაში, ხოლო მენარდე გარანტირებული იყოს, რომ სადაო არ გახდება მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა;ექსპერტიზა

ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება

იმისათვის, რომ დამკვეთი (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე) დარწმუნებული იყოს, რომ ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებს, უნდა განხორციელდეს ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება-ინსპექტირება.ექსპერტიზა

ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება

სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება არის პერმანენტულ პროცესი, რომელიც ხორციელდება მენარდის სამშენებლო ობიექტზე გასვლის დღიდან ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე. იგი ემსახურება სამუშაოთა შესრულების შესაბამისობას საპროექტო და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან, ტექნოლოგიურ გადაწყვეტებთან, ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და სამუშაოთა წარმოების გრაფიკთან.ექსპერტიზა

პროექტის ან პროექტის ნაწილის ინსპექტირება

იმისათვის, რომ დამკვეთი (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე) დარწმუნებული იყოს, რომ პროექტი ან პროექტის ნაწილი შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებს, უნდა განხორციელდეს პროექტის შეფასება-ინსპექტირება.ექსპერტიზა

HSE-შრომის უსაფრთხოება

მშენებლობის გენერალური გეგმა შესაბამისობაში უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან, (ძირითადი შენობა - ნაგებობები, ძირითადი და დროებითი გზები, სამონტაჟო ამწეების გადაადგილების მარშრუტები, დროებითი საიჟინრო კომუნიკაციების მოქმედ კომუნიკაციებთან დაერთების ადგილები, არსებული და დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა - ნაგებობები და ა.შ.);

სახანძრო უსაფრთხოება

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის სინჟინრო ქსელების, აფეთქებისა და სახანძრო უსაფრთხოების ნაწილებისათვის - საპროექტო გადაწყვეტები შესაბამისობაში იყოს შესაბამის წყაროებთან და ქსელებთან დაერთების ტექნიკურ პირობებთან.

კონსალტინგი - საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირება

კონსალტინგი წარმოადგენს კომპლექსურ სერვისს: სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო ობიექტის საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსურ ინსპექტირებას  და ობიექტის მდგომარეობის  შეფასების მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს განხორციელებული ინვესტიციების ეფექტურ მართვას;

კონსალტინგის - საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ-ფინანსური ინსპექტირების მოთხოვნილება, როგორც წესი, წარმოიქმნება საინვესტიციო პროექტის ნებისმიერი ეტაპის დასრულების ან მენარდის შეცვლის დროს. ექსპერტიზ